Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალის ორი წყვილი შედგა


კატარში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები B ჯგუფშიც დასრულდა და პლეი ოფის საგზურები ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებმა მოიპოვეს. ინგლისელებმა მესამე ტურში უელსის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 3:0 და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ, ამერიკელებმა კი მეორე პოზიცია ირანთან მოგებით (1:0) გაინაღდეს.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები რვა ქვეჯგუფიდან ორში დასრულდა და შესაბამისად, ორი მერვედფინალური წყვილიც დაკომპლექტდა. 3 დეკემბერს ნიდერლანდი აშშ-ს დაუპირისპირდება, 4 დეკემბერს კი მინდორზე ინგლისისა და სენეგალის ნაკრებები გავლენ.

XS
SM
MD
LG