Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში უკრაინის საელჩოში მომხდარი აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი


მადრიდში უკრაინის საელჩოში მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ ესპანეთის პოლიცია იტყობინება.

როგორც BBC იუწყება, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 13 საათზე მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, აფეთქების მომენტში დაზარალებულს ხელში წერილი ეჭირა. ის მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

აფეთქების ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები, კინოლოგები და სპეცსამსახურების თანამშრომლები.

ჯერჯერობით არ იტყობინებიან ინციდენტის შესაძლო ვერსიების შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ რაიონი, სადაც მდებარეობს საელჩო, გადაკეტილია და პოლიცია მოქმედებს ანტიტერორისტული ოპერაციის პროტოკოლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG