Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინა, პოლონეთი, საფრანგეთი და ავსტრალია მერვედფინალში გავიდნენ


ლიონელ მესი. არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა მერვედფინალში პირველი ადგილი მოიპოვა
ლიონელ მესი. არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა მერვედფინალში პირველი ადგილი მოიპოვა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საუდის არაბეთთან დამარცხების შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ორივე დარჩენილი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში პირველი ადგილი მოიპოვა.

სამხრეთამერიკელებმა C ჯგუფში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 2:0. ამ შედეგით პოლონელებიც გადავიდნენ პლეი ოფში მეორე ადგილზე, რადგან ჯგუფის მეორე შეხვედრაში მექსიკამ მხოლოდ მინიმალური სხვაობით (2:1) აჯობა საუდის არაბეთს. პლეი ოფის საგზურამდე მექსიკელებს ერთი გოლი დააკლდათ.

მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდება, პოლონეთის მეტოქე კი საფრანგეთი იქნება. ავსტრალიელებმა D ჯგუფში მეორე ადგილი ბოლო ტურში გაინაღდეს, უშუალო კონკურენტის, დანიის დამარცხებით (1:0). ჯგუფის ლიდერმა საფრანგეთმა კი ტუნისთან წააგო მინიმალური ანგარიშით და მერვედფინალში გადავიდა.

არგენტინისა და ავსტრალიის მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები კი მინდორზე 4 დეკემბერს გავლენ.

XS
SM
MD
LG