Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენის თქმით, პუტინის სტრატეგია ვერ გახლეჩს უკრაინის მხარდამჭერებს


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკანასკნელი პერიოდის სტრატეგია, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ითვალისწინებს, ვერ გახლეჩს უკრაინის მხარდამჭერებს.

ეს განცხადება ბლინკენმა ბუქარესტში გააკეთა 30 ნოემბერს, ნატოს ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „თავისი რისხვა და თავისი ცეცხლი“ მიმართა უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, დარტყმები მიაყენა ინფრასტრუქტურას, რომელიც უკრაინელებს გათბობით, წყლითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვიცნობთ პუტინის სცენარს: გაყინოს და დაამშიოს უკრაინელები, გამოყაროს ისინი სახლებიდან, გაზარდოს ენერგიის, სურსათისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში და შემდეგ შეეცადოს გახლიჩოს ჩვენი კოალიცია“, - თქვა ბლინკენმა.

რუსეთის ამასწინანდელი სარაკეტო იერიშების შედეგად მილიონობით ადამიანი დარჩა უშუქოდ და გათბობის გარეშე ყინვის პირობებში. ბლინკენმა უკრაინელების მიმართ სასტიკ მოპყრობას „ბარბაროსობა“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG