Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი - ბარელზე 60 დოლარი დაადგინეს


აშშ-მა და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების შესახებ 1 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, უოლი ადეიემომ განაცხადა, ხოლო ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, მხარეები რუსული ნავთობის ფასს საბაზრო ღირებულებაზე 5%-ით დაბალ ზღვარზე შეინარჩუნებენ.

ადეიემოს ცნობით, ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე საბოლოოდ შეთანხმდებიან, მიუხედავად პოლონეთის განსხვავებული პოზიციისა. ვარშავა მიიჩნევს, რომ რუსეთის ნავთობის დადგენილი ფასი ძალიან მაღალია. რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG