Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: ბელარუსი საინფორმაციო კამპანიით უწევს წინააღმდეგობას ომში ჩასართავად რუსეთის ზეწოლას


ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, ბელარუსის ხელისუფლება განაგრძობს საინფორმაციო ფონის შექმნას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ზეწოლას, რომლის მიზანია უკრაინასთან ომში ბელარუსის ჩართვა.

ამერიკელი ანალიტიკოსები ამ კონტექსტში განიხილავენ პრეზიდენტ ლუკაშენკას განცხადებას, რომ უკრაინამ და ნატომ გაზარდეს პროვოკაციები ბელარუსის საზღვართან. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ხრენინმა განაცხადა, რომ ომისთვის პირდაპირი მზადება არ შეინიშნება და ბელარუსი მხოლოდ თავის ტერიტორიას დაიცავს.

განცხადებებს ნატოს მხრიდან შესაძლო აგრესიის შესახებ, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აფასებს ბელარუსის საინფორმაციო კამპანიის ნაწილად, რომლითაც მინსკი აჩვენებს, რომ ბელარუსის არმია ქვეყნის დასაცავად საკუთარ ტერიტორიაზე უნდა დარჩეს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინასთან რუსეთის ომში ბელარუსის უშუალო ჩართვა კვლავაც ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG