Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ძალებმა შეტევა მიიტანეს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქებზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მიზანი იყო საოლქო ცენტრის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დანგრევა. სტარუხის ცნობით, დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის. კონკრეტული ობიექტები სტარუხს არ დაუსახელებია.

მასშტაბური საარტილერიო შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თანახმად, ნგრევის მასშტაბი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. წინასწარი მონაცემებით, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. წუხელ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში, საცხოვრებელ სახლზე. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 1 ადამიანი.

XS
SM
MD
LG