Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი: 24 თებერვლის შემდეგ ომში უკრაინის ჯარების დანაკარგმა 10-დან 13 ათასამდე დაღუპული შეადგინა


რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ჯარების დანაკარგმა 10-დან 13 ათასამდე დაღუპული შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ტელევიზიით განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

ეს უკრაინის ოფიციალური პირის პირველი შეფასებაა, რომელშიც ის აღიარებს, რომ დაღუპულთა რაოდენობამ ხუთნიშნა რიცხვს მიაღწია. 30 ნოემბერს ოფისის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა YouTube-ზე მარკ ფეიგინის არხზე განაცხადა, რომ დაღუპულია 10-დან 20 ათასამდე ადამიანი.

უცნობია, რამდენად შეიძლება პოდოლიაკის ინფორმაცია ჩაითვალოს ოფიციალურად. მან ახსენა ზელენსკის ოფიციალური მონაცემები, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ასეთ ინფორმაციაზე საჯაროდ არ უსაუბრია.

მიმდინარე კვირაში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ დაღუპულთა სახით დაკარგა 100 ათასი ადამიანი. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენი შეცდა და რომ საქმე ეხება დანაკარგებს მოკლულთა და დაჭრილთა ჩათვლით. ადრე ასეთი შეფასება გამოთქვეს პენტაგონში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკანასკნელად 21 სექტემბერს განაცხადა საკუთარი დანაკარგების შესახებ. მისი თქმით, ის იტყობინებოდა 5937 დაღუპულის შესახებ. 10 ნოემბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ 100 ათასი ადამიანი დაკარგა მოკლულებისა და დაჭრილების სახით.

XS
SM
MD
LG