Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენს, ფიცის მიღების შემდეგ, რუსეთის პასპორტი გადაეცა


ედუარდ სნოუდენი
ედუარდ სნოუდენი

აშშ-ის უსაფრთხოების ყოფილმა კონტრაქტორმა ედუარდ სნოუდენმა ფიცი დადო და რუსეთის პასპორტი მიიღო. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაცია მიაწოდა სნოუდენის ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ. მის თანახმად, სნოუდენის ცოლი, ასევე აშშ-ის მოქალაქე, „რუსეთის პასპორტის მისაღებად განცხადების შეტანის სტადიაში იმყოფება“.

სნოუდენი ერთ-ერთია იმ ათეულობით პირს შორის, რომლებსაც პუტინის მიერ 26 სექტემბერს გაცემული ბრძანებით, მოქალაქეობა მიენიჭათ.

აშშ-ის სადაზვერვო პროგრამის გამჟღავნების შემდეგ, სნოუდენმა, რომელიც ამჟამად 39 წლისაა, აშშ 2013 წელს დატოვა, ჯერ ჰონგ-კონგში გაემგზავრა და შემდეგ რუსეთში ჩავიდა, სადაც მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭეს.

2020 წლის ნოემბერში სნოუდენი ამბობდა, რომ ითხოვა რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა აშშ-ის მოქალაქეობასაც ინარჩუნებდა.

აშშ-ში სნოუდენს წაყენებული აქვს ჯაშუშობის ბრალდება და ხანგრძლივი პატიმრობა ელის.

XS
SM
MD
LG