მეტროს თანამშრომლები დათანხმდნენ ხელისუფლების შეთავაზებას 2023 წლიდან ხელფასების 10%-იანი ზრდის შესახებ.
„იმ რისკების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჩვენ გაჩერებას მოჰყვეს, ხალხი თანახმაა, რომ 10%-ს დათანხმდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის“ წარმომადგენელმა აჩი ლაბაძემ.
მათი მოთხოვნა თავდაპირველად იყო ანაზღაურების 20%-ით მომატება, რასაც მაღალი ინფლაციით ხსნიდნენ.
თბილისის მეტრო 2200-ზე მეტ პირს ასაქმებს. ტრანსპორტს ყოველდღიურად საშუალოდ 500 000 ადამიანი იყენებს.
მეტრო პირველად გაჩერდა 2018 წლის ივნისში, მემანქანეების გაფიცვის გამო. 23 სადგურისა და 54 კმ-ისგან შემდგარი მიწისქვეშა ტრანსპორტის ქსელის გაჩერებამ ქალაქის პარალიზება გამოიწვია. მაშინ მეტროს თანამშრომელთა ხელფასები 10-30%-ით გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი