Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების შიშით ყირგიზულმა ბანკებმა უარი თქვეს „Мир“-ის ბარათების მომსახურებაზე


აშშ-ის ფინანსური სტრუქტურების სანქციების ქვეშ მოქცევის შიშით, ყირგიზეთის რამდენიმე ბანკმა შეწყვიტა რუსული “Мир”-ის გადახდის ბარათების მომსახურება. ამის შესახებ 1 დეკემბერს რესპუბლიკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ კაიპ კულენბეკოვმა განაცხადა.

კულენბეკოვის თქმით, დასავლეთის შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ ყირგიზული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მომსახურებაზე.

ნოემბერში სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინებოდა, რომ „მეორადი სანქციების“ საფრთხის გამო, ცხრა ქვეყნიდან ექვსმა უარი თქვა რუსეთის გადახდის სისტემასთან მუშაობაზე. ხოლო უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, თურქეთისა და ვიეტნამის ბანკებმა მთლიანად შეწყვიტეს ან შეამცირეს სისტემა “Мир”-თან თანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG