Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეთანხმდა  ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე


რუსული LUKOIL ყინულგამძლე ფიქსირებული პლატფორმა LSP-1, რომელიც აშენდა ასტრახანსკი კორაბელის გემთმშენებლობაში.
რუსული LUKOIL ყინულგამძლე ფიქსირებული პლატფორმა LSP-1, რომელიც აშენდა ასტრახანსკი კორაბელის გემთმშენებლობაში.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე - ამ შეთანხმებით ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასი 60 დოლარი ეღირება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ დაამტკიცა, რაც პოლონეთმა, რომელიც ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც არ ეთანხმებოდა ფასების ზღვარს, დაამტკიცა შემოთავაზებული პირობები.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ ფასის ლიმიტზე.

პოლონეთი აცხადებდა, რომ ადრე შემოთავაზებული ფასი - ერთ ბარელზე 65 დოლარი, „ზედმეტად გულუხვი“ იქნებოდა მოსკოვისთვის.

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მოითხოვდნენ, რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასი 30 დოლარი ყოფილიყო. ამავე აზრზე იყო უკრაინაც.

საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, 70-დოლარიანი ზღვარი მოითხოვეს.

რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 5 დეკემბერს ამოქმედდება.

მანამდე კი რუსული ენერგორესურსების ტრანსპორტირების ღირებულება თითქმის გაორმაგებულია. Bloomberg-ის ცნობით, 5 დეკემბრის შემდეგ, ბალტიის ზღვის პორტებსა და ინდოეთს შორის ტვირთის დატვირთვისა და გადაზიდვის განაკვეთმა, შესაძლოა, დაახლოებით $15 მილიონს მიაღწიოს. ადრე ეს თანხა 9 მილიონიდან 11,5 მილიონ დოლარამდე მერყეობდა.

რუსეთმა პირობა დადო, რომ არ მიყიდის ნავთობს საბაზრო ფასებზე დაბალ ფასად იმ ქვეყნებს, რომლებიც საქნციებს შეუერთდებიან.

XS
SM
MD
LG