Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას "სულიერი დამოუკიდებლობისთვის"


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 2022 წლის 2 დეკემბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 2022 წლის 2 დეკემბერი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ის ახალი ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობის“ მისაღწევად.

„ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯების ნაწილი ჩვენი ხალხის სულიერი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ვხედავ, რომ ხალხი მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს. და ეს ყველაფერი არ არის. მეტ ნაბიჯს გადავდგამთ უკრაინა აღარასოდეს გაჩერდება ნახევარ გზაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც, კერძოდ, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მთავრობას ევალება მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

პარალელურად ეთნიკური პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური ჩაატარებს გამოკვლევას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ და სხვა გადაწყვეტილებებით გარანტირებული იქნება ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობა.

ნოემბერში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის(УПЦ) არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრაში ჩაატარა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" რუსეთის სპეცსამსახურების "ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად".

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ(УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ УПЦ რჩება რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად. УПЦ-ს უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან(ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG