Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ALDE: "მკაცრად ვგმობთ "ლელოს" ლიდერების დევნას"


"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

ევროპარლამენტის ლიბერალურ პარტიათა გაერთიანება - "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) მკაცრად გმობს პოლიტიკურ დევნას ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

2022 წლის 8 ნოემბერს, ევროპული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ "სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის წასართმევად, პოლიტიზებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო გამოვლინებაა", - წერია ALDE-ს რეზოლუციაში.

მანამდე, ნოემბერში, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სახელები მოხვდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციაშიც, სადაც ევროპარლამენტარები პოლიტიზებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითად ასახელებენ „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ყოფილი დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევას.

„[ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამოსართმევად, პოლიტიზებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს; [ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება წინააღმდეგობაში იქნება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ მიზნებთან“, - ჩაიწერა მაშინ რეზოლუციის ტექსტში.

XS
SM
MD
LG