Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი რუსეთს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს


უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთს ბრალად დასდეს უკრაინის არმიის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება ქვეყნის აღმოსავლეთში.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი 4 დეკემბერს ფეისბუკით იტყობინება, რომ რუსეთმა დრონებით ჩამოყარა ყუმბარები ქლორპიკრინით, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქიმიური დაცვის საშუალებები გამოიყენეს „ძლიერად გამაღიზიანებელი“ და აკრძალული ნივთიერების წინააღმდეგ.

ქიმიკატი, რომელიც 19-ე საუკუნეში შეიქმნა და პირველი მსოფლიო ომის დროს იქნა გამოყენებული სამხედრო მიზნებით, არსებული ინფორმაციით, „К-51 აეროზოლის“ ტიპის ყუმბარებით იქნა ნასროლი.

ამ ინფორმაციის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მოსკოვს რეაქცია ბრალდებაზე არ გამოუქვეყნებია.

XS
SM
MD
LG