Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელი ასტრონავტები „წარმატებული“ ექვსთვიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ


ჩინელი ასტრონავტები ლიუ იანი, ჩენ დუნი და ცაი სიუჟე კოსმოსში გაფრენის წინ. 2022 წლის 5 ივნისი
ჩინელი ასტრონავტები ლიუ იანი, ჩენ დუნი და ცაი სიუჟე კოსმოსში გაფრენის წინ. 2022 წლის 5 ივნისი

ჩინელი ასტრონავტების ეკიპაჟი, რომელიც ერთი ქალისა და სამი კაცისგან შედგებოდა, ჩინურ კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის შემდეგ 4 დეკემბერს დედამიწაზე დაბრუნდა, კოსმოსური ხომალდის, „შენჟოუ-14-ის“ (ჯადოსნური ნავი) დასაშვები კაფსულით, იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი.

ასტრონავტები, ეკიპაჟის მეთაური ჩენ დუნი და წევრები ლიუ იანი და ცაი სიუჟე, რომლებიც კოსმოსური ხომალდის აგების ბოლო ეტაპს აკვირდებოდნენ, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ. კოსმოსური ხომალდის აგება ნოემბერში დასრულდა.

ცნობით, კაფსულა დედამიწაზე დაეშვა ავტონომიურ ოლქ შიდა მონღოლეთში, ჩინეთის ჩრდილოეთში. კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლებმა 5 ივნისს დაწყებული მისიის „სრული წარმატების“ შესახებ განაცხადეს.

დაბრუნებულ ასტრონავტებს შეცვლის მათი სხვა სამი კოლეგა, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე „შენჩჟოუ-15-ით“ გაფრინდნენ.

კოსმოსური სადგური, რომლის აგება შარშან აპრილში დაიწყო, ჩინეთის 1992 წელს დამტკიცებული „პილოტირებული კოსმოსური პროგრამის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ის ასევე წარმოადგენს კოსმოსში ჩინელი ასტრონავტების მუდმივი ყოფნის დასაწყისს.

XS
SM
MD
LG