Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში სამ-სამი გოლით გავიდნენ


ინგლისი-სენეგალი. 4 დეკემბერი, 2022 წელი
ინგლისი-სენეგალი. 4 დეკემბერი, 2022 წელი

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მეოთხედფინალის საგზური უკვე ოთხმა ნაკრებმა მოიპოვა. ნიდერლანდისა და არგენტინის შემდეგ, პლეი ოფი გამარჯვებებით გახსნეს საფრანგეთმა და ინგლისმა და კატარი 2022-ის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაც გაინაღდეს.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა - საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში პოლონეთი დაამარცხა, ანგარიშით 3:1. ინგლისელებმაც სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს - სენეგალს, ოღონდ თავად ერთიც არ გაუშვიათ.

ფრანგულ-ინგლისური მეოთხედფინალი 10 დეკემბერს გაიმართება. იქამდე კი, სხვა თამაშები გველის. მათ შორის ოთხი მერვედფინალი. დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება იაპონიისა და ხორვატიის მატჩი, ხოლო 23:00 საათზე, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები გავლენ მინდორზე.

XS
SM
MD
LG