Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, ერთმანეთს მეტად დაეხმარონ და არ დაუშვან შიდა კონფლიქტები


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ამ ზამთარს ერთმანეთს უფრო მეტად დაეხმარონ და არ დაუშვან შიდა კონფლიქტები, რადგან თუ ამ ზამთარს გაუძლებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ბოლომდე დაიცავენ.

4 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და არტილერიით უპირატესობა, მაგრამ არ აქვს და არ ექნება ის, რაც - უკრაინელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები იცავენ თავის სახლს და იბრძვიან თავისუფლებისა და სიმართლისთვის, რაც ყველაზე დიდი მოტივაცია და ძალაა და უკრაინის გარშემო აერთიანებს მთელ მსოფლიოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, ზამთრის ყოველი დღე აღიქვან არა გამოცდის, არამედ გამარჯვების მოახლოების დღედ.

უკრაინას უმძიმესი ზამთარი უდგას საომარი მოქმედებების გარდა, უმწვავესი ენერგოკრიზისის გამო, რომელიც ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG