Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა კრივოი-როგზე სარაკეტო დარტყმას


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ საწარმოს. დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 ადამიანი. კონკრეტულად რომელ საწარმოზე განხორციელდა სარაკეტო დარტყმა, რეზნიჩენკო არ ასახელებს.

წუხელ სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ენერგოობიექტებს მესამე თვეა ინტენსიურად უტევენ, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG