Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ნატოში ქვეყნის შესვლის შესახებ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ფინეთის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ნატოში ქვეყნის შესვლის შესახებ.

„ამჟამად ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ მოახდინა ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაცია. თურქეთისა და უნგრეთის მიერ რატიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა. კანონით, პარლამენტს შეუძლია მთავრობის წინადადება განიხილოს მანამდე, სანამ ნატოს წევრი ქვეყნები მოახდენენ ფინეთის გაწევრიანების ოქმის რატიფიკაციას“, - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში, რომელიც სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

მაისში ფინეთმა და მისმა მეზობელმა შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები შეიტანეს როგორც პასუხი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. მაშინ ფინეთის 200 დეპუტატიდან 188-მ მხარი დაუჭირა განაცხადს, რვა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა. განაცხადის დასამტკიცებლად პარლამენტში ხმათა უბრალო უმრავლესობაა საჭირო.

29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და გადაწყვიტეს უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება. 5 ივლისს ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოქმებს მოაწერეს ხელი.

XS
SM
MD
LG