Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ხუთ პირს მიუსაჯეს სიკვდილი გასამხედროებული ჯგუფი ბასიჯის წევრის მოკვლისთვის


ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი მასუდ სეთაიეში
ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი მასუდ სეთაიეში

ირანში ხუთ პირს მიუსაჯეს სიკვდილი გასამხედროებული ჯგუფი ბასიჯის წევრის მოკვლისთვის საპროტესტო გამოსვლების დროს. ამის შესახებ ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა 6 დეკემბერს.

კიდევ 11 ადამიანს, მათ შორის სამ ბავშვს, ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა რუჰოლა აჯამიანის სიკვდილთან დაკავშირებით, თქვა 6 დეკემბერს პრესკონფერენციაზე ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა მასუდ სეთაიეშიმ. მან დასძინა, რომ შესაძლებელია ამ განაჩენების გასაჩივრება.

პროკურატურის თქმით, 27 წლის აჯამიანი გააშიშვლა და მოკლა ხალხის ჯგუფმა, რომელიც საპროტესტო გამოსვლების მონაწილის, ჰადის ნაჯაფის სიკვდილს გლოვობდა მისი გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.

16 სექტემბერს ფართო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც ქურთისტანიდან თეირანში ჩასული 22 წლის მაჰსა ჟინა ამინი „მორალის პოლიციამ“ დააკავა თავსაფრის არასწორი ტარების გამო. ამინი ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დამოუკიდებელ ექსპერტიზას არ დაუდგენია.

ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებისკენ წაქეზებაში დასავლეთს, აშშ-ს, ასევე ისრაელს და მათთან დაკავშირებულ „ტერორისტულ ჯგუფებს“ და ქურთ ოპოზიციონერებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG