Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალის ოთხივე წყვილი დაკომპლექტდა


მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები ესპანეთთან გამარჯვებას ზეიმობენ
მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები ესპანეთთან გამარჯვებას ზეიმობენ

კატარში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლას რვა ქვეყნის ნაკრებები გააგრძელებენ.

მერვედფინალური ეტაპის დარჩენილმა ორმა შეხვედრამ ბოლო მეოთხედფინალური წყვილი დააკომპლექტა და ბევრისთვის მოულოდნელად ეს წყვილი არაა ესპანეთი და პორტუგალია. ესპანელები მაროკოს ნაკრებთან დამარცხდნენ პენალტების სერიაში და ჩემპიონატს გამოეთიშნენ, პორტუგალიამ კი მოუგო შვეიცარიას ანგარიშით 6:1.

მაროკოსა და პორტუგალიის მეოთხედფინალური დაპირისპირება 10 დეკემბერს შედგება. იმავე დღეს გაიმართება ინგლისისა და საფრანგეთის მატჩი. ხორვატია-ბრაზილიისა და ნიდერლანდი-არგენტინის წყვილები კი ნახევარფინალისტების ვინაობას 9 დეკემბერს გაარკვევენ.

XS
SM
MD
LG