Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტ კრისტინა კირშნერს ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა კირშნერი. საარქივო ფოტო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა კირშნერი. საარქივო ფოტო

სასამართლომ არგენტინის ვიცე-პრეზიდენტ კრისტინა კირშნერს კორუფციის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კირშნერი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო მისი მხარდამჭერები ბუენოს-აირესის ქუჩებში გამოვიდნენ და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვის მოწყობით დაიმუქრნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში, კირშნერმა მილიარდი დოლარის ღირებულების ორმოცდაათი საბიუჯეტო პროექტი გადასცა სამშენებლო მაგნატ ლაზარო ბაესს, რომელიც მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა არგენტინის პრეზიდენტის ოჯახთან. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ბაესის ფირმა სპეციალურად საბიუჯეტო თანხების ასათვისებლად შეიქმნა. კირშნერს, ბაესს და საქმეში ათზე მეტ სხვა ეჭვმიტანილს ბრალი დასდეს შეთქმულებაში და სხვადასხვა ვადებით პატიმრობა მიუსაჯეს.

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაწერა, რომ "დღეს ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანი გაასამართლეს."

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი, რომელიც ბრალდებას უარყოფს, არგენტინის ვიცე-პრეზიდენტია 2019 წლის დეკემბრიდან. 2007-2015 წლებში იგი იყო არგენტინის პრეზდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG