Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა 848 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს


შეიარაღებული ძალების საკითხებში აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის კომიტეტები შეთანხმდნენ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც 847 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და მასში შედის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული 800 მილიონი.

თავდაცვის ბიუჯეტის ეს პროექტი შესაძლოა, გახდეს ყველაზე დიდი შეერთებული შტატების ისტორიაში. მისი მოცულობა 110 მილიარდი დოლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

ახლა კონგრესმენებსა და სენატორებს მოუწევთ, ხმა მისცენ შეთანხმებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.

აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ექვსი მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში რუსეთის "შესაკავებლად", კიდევ ხუთი წლით ახანგრძლივებს მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვას და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მიაღწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გარიცხვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG