Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის კომიტეტმა გენოციდად აღიარა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ


ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის დროშები კაპიტოლიუმთან
ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის დროშები კაპიტოლიუმთან

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება გენოციდადაა აღიარებული.

რეზოლუცია გმობს რუსეთს, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის გამო და აშშ-ს მოუწოდებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით მიიღოს ზომები უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად, რათა აღიკვეთოს რუსეთის მხრიდან გენოციდის შემდგომი აქტები.

რეზოლუცია მხარს უჭერს ტრიბუნალების შექმნას და სისხლის სამართლის საქმეების საერთაშორისო გამოძიებას რუსეთის პოლიტიკური ლიდერებისა და სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აგრესიულ ომზე, ომის დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსა და გენოციდზე. რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს სანქციებისკენ უკრაინაში გენოციდის აქტების ჩამდენთა წინააღმდეგ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი.

XS
SM
MD
LG