Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება


თბილისის მეტრო, 10 მაისი, 2022 წელი
თბილისის მეტრო, 10 მაისი, 2022 წელი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.

განცხადებასი ნათქვამია, რომ კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი") ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს იხდის მგზავრებისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის.

XS
SM
MD
LG