Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან და პუტინთან დაგეგმილი საუბრების შესახებ განაცხადა


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი ახალი მოლაპარაკების შესახებ განაცხადა.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, კვირას, 11 დეკემბერს, თურქეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში ზღვის გავლით მარცვლეულის დერეფანზე იმსჯელებს. დაგეგმილია ასევე საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

"თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში ეფუძნება მოსაზრებას, რომ ომს გამარჯვებულები ვერ ეყოლება, მშვიდობას კი - დამარცხებულები", - აღნიშნა პარასკევს ერდოანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაკავშირებულია მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ზიანთან.

  • დეკემბრის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხულამდე ანკარას სურს დაინახოს "უფრო ნათელი სურათი" უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG