Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში დაიწყო ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეების გაყიდვა


ანტისატანკო ზღუდეები მარიუპოლში; 2022 წლის თებარვალი.
ანტისატანკო ზღუდეები მარიუპოლში; 2022 წლის თებარვალი.

რუსეთი მიერ ანექსირებული ყირიმის მცხოვრებლებს სთავაზობენ შეიძინონ ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეები, რათა დაიცვან თავიანთი ოჯახები უკრაინის არმიის თავდასხმის შემთხვევაში, იტყობინება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.

შესაბამისი განცხადებები გამოჩნდა "ავიტოს" სერვისზე. რკინა-ბეტონის ნაწარმის მწარმოებლებმა გასაყიდად გამოიტანეს პირამიდული ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეები - ბოძკინტები, ე.წ. დრაკონის კბილები. მათ ფართოდ იყენებს რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ თავდაცვის საშუალებად .

"ბეტონის ტეტრაედრები-პირამიდული ტანკსაწინააღმდეგო ბოძკინტები გამოიყენება როგორც ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეები, რომლებსაც დგამენ ტანკების შეკავების მიზნით, რათა გაართულონ მათი გადაადგილება და შეაკავონ [მოწინააღმდეგე]", - ნათქვამია ერთ-ერთ განცხადებაში.

ერთი ცალი ამგვარი ზღუდის პროდუქტის ღირებულება საშუალოდ 6,2-დან 12,5 ათას რუბლამდეა."ბეტონის სავაჭრო ტიპი“, ლითონის სისქე და წონა შეიძლება განსხვავდებოდეს დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით. პროდუქციის ფასი განიხილება საჭირო პარამეტრების მიხედვით", - განმარტავს მწარმოებელი.

მსგავსი განცხადებები ასევე ქვეყნდება უკრაინის ზაპორიჟიესა და დონეცკის რეგიონების ანექსირებული ტერიტორიების, ასევე რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების - კურსკის, როსტოვის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების - მცხოვრებლებისთვის.

XS
SM
MD
LG