Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი შიშობს, რომ არსებობს ნატოსა და რუსეთის ომის საფრთხე


იენს სტოლტენბერგი ნატოს მინისტერიალზე. ბუქარესტი, 30 ნოემბერი, 2022 წელი.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა გადაიზარდოს ომში რუსეთსა და ნატოს შორის.

„ვშიშობ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი აღარ დაექვემდებარება კონტროლს და გადაიზრდება ფართო ომში ნატოსა და რუსეთს შორის... თუკი რაიმე ისე არ წავა, ეს იქნება საშინელება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ნორვეგიულ ტელეარხ NRK-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ის ასევე ამბობს, რომ ამჟამად „საბედისწერო დროა ევროპისთვის და შესაბამისად - ნორვეგიისთვის“, ნატო ყოველდღიურად მუშაობს „ომის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად“ და დარწმუნებულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამას შეძლებს.

ნატოს გენერალური მდივანი თვლის, რომ „მხოლოდ ძლიერ უკრაინას შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა“ და არ ფიქრობს, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან სასტიკი მეთოდებით დაპირისპირებით, რუსეთი შეძლებს „უკრაინის გატეხვას“. იებს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის სისასტიკე უკრაინისთვის მეტი დახმარების მობილიზებას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, უკიდურესად სახიფათოა, სწორად არ შევაფასოთ, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ გამოცდის წინაშე - შეუძლია თუ არა თავისუფლებას დაუპირისპირდეს ავტორიტარულ რეჟიმებს. მესმის მათი, ვინც სურსათის ფასისა და კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვან გაზრდაზე წუხს. ეს არის საფასური, რომელსაც ევროპა იხდის, მაგრამ გაცილებით უფრო მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს, თუკი ჩვენს თავისუფლებას დაემუქრება პუტინის გამარჯვება უკრაინაში“, - უთხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიულ ტელეარხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG