Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრეზდენში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი სავაჭრო ცენტრში


დრეზდენში პოლიციამ დააკავა პისტოლეტის შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც შაბათს, 10 დეკემბერს, მძევლები აიყვანა სავაჭრო ცენტრ Altmarktgalerie-ში. მძევლები არ დაზარალებულან. სპეცოპერაციის დროს თავდამხსმელი დაჭრეს.

გერმანიის პრესის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივ რადიოსადგურს, რის შემდეგაც მანქანით გაემგზავრა ქალაქის ცენტრში, სადაც სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ აფთიაქში გამაგრდა. რადიოსადგურის თანამშრომლები არ დაშავებულან. მათ მოასწრეს უხიფათო ადგილისთვის თავის შეფარება და პოლიციისთვის დარეკვა.

როგორც იტყობინებიან, მანამდე ეჭვმიტანილმა შესაძლოა მოკლა პროლისის რაიონში მცხოვრები 70 წლის ქალი.

ხალხი ევაკუირებულია სავაჭრო ცენტრიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან. სავაჭრო ცენტრ Altmarktgalerie-ის მახლობლად მდებარეობს საშობაო ბაზრობა, რომელიც ამჟამად დაკეტილია.

XS
SM
MD
LG