Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილი: „სწრაფად უნდა მორჩეს საარჩევნო ტურბულენტობა“


ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეს პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთობაა და სწორედ ამის გამო პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ იგეგმება რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი პარტიის წევრების კამათი. მისი თქმით, ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სასამართლო პროცესია.

„ამიტომ, ცხადია გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში. ასევე, მნიშვნელოვანია გამოცხადდეს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი იმიტომ, რომ სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად, ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ საჭიროა ძალიან მალე შეიქმნას სამოქმედო გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე უახლოეს დღეებში.

მე მას ხალხთან უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებდი. თუ მობილიზება გვჭირდება, სჯობს, რომ ის იყოს ჩვენი პარტიის მხარდამჭერთან ყოველდღიურ რეჟიმში და მეორე, სწრაფად გადაწყდეს არჩევნების თარიღი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ორი მთავარი საკითხი განიხილება: ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის გზები და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გაყვანა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი და ფორმატი.

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ხმის მიცემის ღია პრინციპს უჭერენ მხარს, ნიკა მელიას მხარდამჭერები კი "ბლოკჩეინ" სისტემას, რაც ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG