Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ირანის თავისუფლებისთვის“ - დედა ენის ბაღში სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი ჩატარდა


"დედა ენის" ბაღში ირანელი ხალხის სოლიდარობის ღონისძიება გაიმართა, თბილისი, 2022 წლის 11 დეკემბერი.
"დედა ენის" ბაღში ირანელი ხალხის სოლიდარობის ღონისძიება გაიმართა, თბილისი, 2022 წლის 11 დეკემბერი.

„ირანის თავისუფლებისთვის“ - ამ ლოზუნგით, თბილისში, "დედა ენის" ბაღში გაიმართა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერი ღონისძიება, რომელიც ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა.

ირანელი ხალხის მხარდასაჭერი ღონისძიება დედაენის ბაღში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

„ძალიან მძიმეა ის ტვირთი, რაც ირანელმა ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს და მგონია რომ მთელი მსოფლიოს ქალების გასაკეთებელი საქმე იტვირთეს“, - თქვა გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ.

ფოტო გამოფენიდან
ფოტო გამოფენიდან

საქართველოში მცხოვრები ირანელი აქტივისტის, მარიამ შარიფის თქმით, კი, დღევანდელი შეკრებისა და პერფორმანსის მთავარი მესიჯი არის ისევ და ისევ ირანელი ხალხის მხარდაჭერა, მათი ხმის მიწვდენაა ყველასთვის და სოლიდარობის გამოხატვა მათი ბრძოლისადმი:

„ჩვენ გვინდა გავამხნევოთ ისინი, რომ არ შეწყდეს პროტესტი. ირანელი ხალხი დღეს თავისუფლებისთვის იბრძვის მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ირანს გარეთაც. ჩვენ ვთხოვთ სხავ ქვეყნების მტავრობებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ირანის მოქმედ რეჟიმს და დახურონ ირანის საელჩოები თავიანთ ქვეყნებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ შარიფმა.

მარიამ შარიფი
მარიამ შარიფი

ირანში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან თბილისში მცხოვრები ირანელი აქტივისტები და მათი ქართველი მეგობრები დროგამოშვებით მუდმივად მართავენ სოლიდარობის აქციას საქართველოს პარლამენტის წინაც.

XS
SM
MD
LG