Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს პირი, რომელიც პუტინის ადმინისტრაციის მისაღების ხელში ჩაგდებისთვის იყო მსჯავრდადებული


ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის წევრები სასამართლო პროცესზე
ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის წევრები სასამართლო პროცესზე

მოსკოვში სამხედრო პატივით დაკრძალეს აკრძალული "ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის" ყოფილი აქტივისტი ალექსეი კოლუნოვი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიაში კრემლის პოლკი მონაწილეობდა.

კოლუნოვს 2004 წელს პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღების ხელში ჩაგდებისთვის.

38 წლის კოლუნოვი 26 ნოემბერს უკრაინის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიაზე დაბომბვის შედეგად დაიღუპა. არსებობს ინფორმაცია, რომ კოლუნოვი ომში მოხალისედ წავიდა ერთი თვით ადრე, ხოლო 2014 წელს მან ხელი შეუწყო სეპარატისტების მხარეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმების ორგანიზებას. კოლუნოვს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მამაცობის ორდენი, ჯილდო, რომელიც მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ ყველა სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

აქციის მონაწილეებს თავდაპირველად ბრალად ედებოდათ ძალაუფლების იძულებით ხელში ჩაგდების მცდელობა, ქონების დაზიანება და ვანდალიზმი. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. მაგრამ შემდეგ ეს ბრალდება შეიცვალა და საბოლოოდ აქტივისტებს ბრალი წაუყენეს მასობრივ არეულობებში. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 1,50-დან 3 წლამდე. "ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის" კიდევ 31 წევრს პირობითი სასჯელები შეეფარდა.

XS
SM
MD
LG