Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყვეთა მორიგი გაცვლის ფარგლებში რუსეთმა უკრაინას აშშ-ის ერთი მოქალაქეც გადასცა


უკრაინელი სამხედრო ტყვეები. 14 დეკემბერი
უკრაინელი სამხედრო ტყვეები. 14 დეკემბერი

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინამ შეძლო დაებრუნებინა 64 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე იბრძოდნენ, მათ შორის ბახმუტის დასაცავად. მათ გარდა მოხერხდა აშშ-ის მოქალაქის, მურეკეზი სუედის გათავისუფლება. ერმაკის თქმით, ის „ჩვენს ხალხს ეხმარებოდა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულია აშშ-ის მოქალაქე.

XS
SM
MD
LG