Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ს ხელმძღვანელი:რუსები არასერიოზულად ეკიდებიან უკრაინასთან მოლაპარაკებებს


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებასთან მიმართებით აშშ-ი ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან სერიოზულ დამოკიდებულებას. ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"კონფლიქტების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რუსეთის მხრიდან სერიოზულობას მოითხოვს. რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ", - თქვა ბერნსმა.


ის, რომ ომი უკრაინაში მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს, კიდევ ერთხელ გაიმეორა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესი დააჩქარებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი " არ მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს."

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზეთ Sueddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ, მიუხედავად უკრაინის თაობაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ყველა განსხვავებისა, შეუძლებელია მოსკოვთან მოლაპარაკებების ძაფების გაწყვეტა.

  • კრემლმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არაერთხელ აღნიშნა, რომ კიევი არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დირექტივებს ასრულებს.
  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ბოლო საუბარში განაცხადა, რომ მზად არის ისეთ რუსეთთან სასაუბროდ, რომელიც მზად არის პატივი სცეს მის ქვეყანას და რომელიც კიევში დაუბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკრაინას ეკუთვნის. "სწორედ ასეთ რუსეთთან ვიქნები მზად მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა რუსეთთან, როგორიც იგია ამ ეტაპზე, ნაცისტურ რუსეთთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG