Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია სამხედრო პოტენციალის ზრდას გეგმავს. მისი თავდაცვის ბიუჯეტი მსოფლიოში მესამე იქნება


ფუმიო კიშიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი
ფუმიო კიშიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი

იაპონიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ მიიღო „პაციფისტური კონსტიტუციის“ ამერიკული პროექტი,

ეს გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი შეიარაღებული კონფლიქტების ქვეყნის სამხედრო ძალის მომზადებას და, მათ შორის, ისეთი რაკეტების შესყიდვას, რომელსაც შეუძლია იერიშის განხორციელება ჩინეთის ტერიტორიაზე.

იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მესამე იქნება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ისტორიის გარდამტეხ მომენტში“ იმყოფება და სამხედრო პოტენციალის განვითარება, ეს არის პასუხი „უსაფრთხოების მხრივ არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე“, რასაც ქვეყანა აწყდება.

იაპონიის მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება ორ მთავარ პოტენციურ საფრთხეზე მახვილდება. "რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის ძალის გამოყენების აკრძალვის კანონების სერიოზული დარღვევა, რამაც შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები", - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში. მეორე ფაქტორია პეკინის მხრიდან შესაძლოა ძალის გამოყენება ტაივანის წინააღმდეგ, კუნძულზე მისი კონტროლის შენარჩუნების მიზნით.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის გეგმა ითვალისწინებს ხუთი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე. ამით ფაქტობრივად გაუქმდება 1976 წლიდან მოქმედი თვითშეზღუდვა, რომლითაც სამხედრო დანახარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს შეადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG