Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია


17 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს პოლარიზაციის დასრულება, რომელსაც ხელს უწყობს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი.

„ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია, მათ სურთ, რომ პოლარიზაცია დაამთავრონ, მათ სურთ, რომ საქართველოს მომავლისთვის ახალი ძალები დაინახონ, ახალი ფიგურები და ახალი პერსპექტივები. ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება, ეს იქნება უმრავლესობა თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის და მისი რეპუტაციისთვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სპეკულაციები დაასრულოს და 22 დეკემბერს, გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რომელიც, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ყველა კონცენტრირებული უნდა იყოს თავის მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ. სწორედ ეს მინდა ქვეყანას ვუსურვო 2023 წლისთვის, თქვენ და მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის გამოსვლის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

XS
SM
MD
LG