ხონის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ, 17 დეკემბერს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იდენტიფიცირებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.