Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების დისლოკაციის ადგილები მოინახულა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ჯარების დისლოკაციის ადგილები მოინახულა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შოიგუ ვერტმფრენით ჩაფრინდა მოწინავე პოზიციებზე და ადგილზე მოისმინა მეთაურების მოხსენებები. სამხედრო უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად სად იმყოფებოდა შოიგუ.

როგორც სამინისტროს შეტყობინებაშია აღნიშნული, შოიგუმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჯარების ყოველმხრივი უზრუნველყოფის ორგანიზებაზე, გაეცნო ადგილზე მყოფი პირადი შემადგენლობის საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და ლოგისტიკურ პირობებს.

წინა დღით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოინახულა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

კადრებში, რომლებიც რუსეთის სატელევიზიო არხებმა გაავრცელეს, ჩანან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი.

სად არის განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბი, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი არ აკონკრეტებს.

პუტინი ამ დრომდე არასდროს ყოფილა საომარი მოქმედებების ზონაში.

XS
SM
MD
LG