Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდში უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - რუსეთის ადმინისტრაცია


ტანკსაწინააღმდეგო ნაგებობები ბელგოროდში, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე
ტანკსაწინააღმდეგო ნაგებობები ბელგოროდში, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე

უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად ბელგოროდში ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამის შესახებ 18 დეკემბერს უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის იერიშის შედეგად ამოქმედდა რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის ხელისუფლებას ბელგოროდის დაბომბვის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის განმავლობაში უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში არაერთხელ გაისმა აფეთქების ხმა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ააფეთქეს რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი. მაგრამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომში მაშინ განაცხადეს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG