Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით, მოსკოვში ჩავიდა, ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად. სესია 19 დეკემბერს გაიმართება.

საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, აფხაზეთის "პარლამენტს" ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი 2008 წლის 17 ოქტომბერს მიენიჭა ოცდამეოთხე სესიაზე, რომელიც მოსკოვში ჩატარდა.

რეგლამენტის შესაბამისად, მუდმივ დამკვირვებლებს შეუძლიათ სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეისა და მისი კომისიების სხდომებში.

XS
SM
MD
LG