Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დააკავეს რუსეთის სავარაუდო ჯაშუში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ვენაში დააკავეს 39 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. როგორც ავსტრიული მედია წერს, ეროვნებით რუსი ეჭვმიტანილი საბერძნეთის მოქალაქეა. მისი მამა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერია, რომელიც დიპლომატად მუშაობდა ავსტრიასა და გერმანიაში.

ვენაში დაკავებულ კაცს კონტაქტები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან და სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე კი, მოსკოვში იმყოფებოდა. ავსტრიული პრესის ცნობითვე, ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილია მოსასმენი აპარატურა და სხვა სპეციალური საშუალებები. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილი რუსეთს გადასცემდა ინფორმაციას ავსტრიაში საზოგადოების განწყობებზე, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე.

გამოცემა Kurier-ი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ვენაში დაკავებული რუსეთის სავარაუდო ჯაშუში, 2018 წლიდან 2022 წლის დასაწყისამდე, საერთო ჯამში, 65-ჯერ იმყოფებოდა რუსეთში, ბელარუსში, თურქეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG