Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულები 9 იანვრამდე დაისვენებენ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოში უქმე დღეები 9 იანვრამდე გაგრძელდება. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულები 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.

"დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს კანონმდებლობით, უქმე დღეებად გამოცხადებულია 1, 2 და 7 იანვარი. ახალი დადგენილებით კი, ამ ახალი წლისთვის დასვენების დღეები იქნება 3, 4, 5 და 6 იანვარი. 8 იანვარი კვირაა, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის დასვენების დღეა.

XS
SM
MD
LG