Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს დაინიშნა, ადგილი გადაწყვეტილი არ არის


ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და მთავრობის მეთაურები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 დეკემბერს, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად", - აღნიშნა ბარენდ ლეიტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნილი მიწვევა არ ნიშნავს, რომ სამიტი აუცილებლად ბრიუსელში გაიმართება.

ოფიციალური პირების თანახმად, სამიტის თემა, სავარაუდოდ, იქნება ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთთან ომში. ლიდერები ასევე შეაფასებენ უკრაინის მიერ განვლილ გზას, ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისით.

მას მერე, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეიჭრა, ზელენსკი ვიდეოჩართვის ფორმით რეგულარულად მონაწილეობს ევროკავშირის სამიტებში. ომის დაწყების შემდეგ პირველი საერთაშორისო ვიზიტი მან ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, აშშ-ში, ვაშინგტონში განახორციელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG