Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი 1,7 ტრილიონი დოლარის ოდენობის ხარჯების შესახებ


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის დახმარების პაკეტი. 19 მაისი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის დახმარების პაკეტი. 19 მაისი, 2022 წელი

22 დეკემბერს აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი 1,7 ტრილიონი დოლარის ოდენობის ხარჯის შესახებ, რაც მომავალ სექტემბრამდე ფედერალური უწყებების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. თანხა შეიცავს უკრაინისთვის მსხვილ დახმარებასაც.

AP-ის ცნობით, კანონპროექტის თანახმად, 772 მილიარდი დოლარი საშინაო პროგრამებისთვისაა, 858 მილიარდი - თავდაცვისთვის.

კანონპროექტს მიემხრო სენატის 68 წევრი, წინააღმდეგი იყო 29.

ახლა დოკუმენტი გადაეცემა წარმომადგენელთა პალატას საბოლოო კენჭისყრაზე გასატანად, შემდეგ კი მას დაამტკიცებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG