Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანი დაიღუპა პარიზში, ქურთების კულტურულ ცენტრთან სროლის შედეგად


სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე, პარიზი. 23 დეკემბერი, 2022 წელი
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე, პარიზი. 23 დეკემბერი, 2022 წელი

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაიჭრა პარიზის ერთ-ერთ ხალხმრავალ რაიონში, ქურთების კულტურულ ცენტრთან ატეხილი სროლის შედეგად.

პოლიციამ დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 69 წლის მამაკაცი, რომელიც დაჭრილია. მისი სახელი უცნობია. პარიზის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ თავდასხმამდე ის გასამართლებული იყო მიგრანტებზე რასისტული ძალადობის ბრალდებით.

თავდასხმის მოტივი უცნობია.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

XS
SM
MD
LG