ჩინეთში 20 დეკემბერს კორონავირუსული ინფექციით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე დაყრდნობით წერს.
საერთო ჯამში, დეკემბრის პირველ 20 დღეში, კორონავირუსული ინფექციით 248 მილიონი ადამიანი ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18%-ი დაინფიცირდა. შეხვედრის ოქმში არ არის ნახსენები, თუ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ეპიდემიამ.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ შეამსუბუქა covid-19-ის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. ამან გამოიწვია "ომიკრონის" ტიპის ვირუსის გავრცელება ბუნებრივი იმუნიტეტის დაბალი დონის მქონე მოსახლეობაში. აღნიშნულია, რომ პეკინისა და სიჩუანის პროვინციის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი ინფიცირებულია კორონავირუსული ინფექციით.