Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი გმობს რუსეთის ახალ თავდასხმებს ხერსონზე


დამწვარი მანქანა ხერსონში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 დეკემბერი, 2022
დამწვარი მანქანა ხერსონში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 დეკემბერი, 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის ახალი თავდასხმები სამხრეთის საპორტო ქალაქ ხერსონზე, რომელსაც 24 დეკემბერს ემსხვერპლა სულ მცირე რვა ადამიანი, დაიჭრა 35 - აცხადებს პრეზიდენტის ოფისი.

"ხერსონი. დილას, შაბათს, შობის დღესასწაულის წინ, ქალაქის ცენტრში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები" - ამბობს ზელენსკი ტელეგრამით. ზელენსკი ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც ასახულია სისხლიანი გვამები ქუჩებში, ერთ ფოტოზე ვხედავთ შავ კვამლს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს ამოდის. იწვის სულ მცირე ორი მანქანა.

"ის არის უკრაინის და უკრაინელების რეალური ცხოვრება" - წერს ზელენსკი და რუსეთის ძალებს ადანაშაულებს ადამიანების დახოცვაში "ზეწოლისა და სიამოვნების მიღების მიზნით".

ხერსონი უკრაინის ძალებმა ნოემბერში გაათავისუფლეს, მაგრამ კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ძალები მას კვლავ უხსნიან ცეცხლს მდინარე დნეპრის მეორე ნაპირიდან.

ხერსონზე ამ ბოლო თავდასხმას წინ უძღოდა ზელენსკის გაფრთხილება რუსეთის ძალების შესაძლო იერიშებზე სადღესასწაულო დღეებში, რის გამოც მან უკრაინელებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG