Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი: უკრაინის ომი "იოლად არ დასრულდება"


ჰულუსი აკარი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი
ჰულუსი აკარი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი "იოლად არ დასრულდება", მიუხედავად ანკარის ძალისხმევისა სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მიზნით კიევსა და მოსკოვს შორის.

ნატოს წევრი თურქეთი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს შავი ზღვის ორივე მეზობელთან, ნეიტრალური მოთამაშის პოზიციას იკავებს და სამშვიდობო პროცესის შუამავლობას ცდილობს.

თუმცა ომი, რომელიც მეათე თვეში შედის, ანკარის იმედებს არ ამართლებს.

"ჩანს, რომ ეს ომი იოლად არ დასრულდება" - უთხრა თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა ჟურნალისტებს წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ანკარაში.

მინისტრმა ისაუბრა უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე და რუსეთის განცხადებებზე, რომ ის უკან დახევას არ აპირებს.

"შეცდომა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მთელი კეთილი ნების და ზავისკენ მოწოდებების მიუხედავად, ეს ომი, სავარაუდოდ, 2023 წელსაც გაგრძელდება" - თქვა აკარმა.

ზაფხულში თურქეთმა, გაეროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო შეთანხმების გაფორმებაში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე შავი ზღვის გავლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG