Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წმინდა მიწაზე დაიწყო შობის დღესასწაული


ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ წმინდა მიწაზე, პალესტინელთა ტერიტორიებზე, ბეთლემში, იესო ქრისტეს დაბადების დღესასწაულზე დასასწრებად. ტრადიციული პროცესია ადგილობრივი დროით შუადღეს გაიმართა - მსვლელობა იერუსალიმიდან დაიწყო და ჩავიდა ბეთლემში, რომელსაც ქრისტიანები იესოს დაბადების ადგილად მიიჩნევენ. მსვლელობას ხელმძღვანელობდა წმინდა მიწაზე კათოლიკური ეკლესიის თავი, პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც იერუსალიმიდან ბეთლემში ჩავიდა გამშვები პუნქტის გავლით ისრაელის დასავლეთის სანაპიროს გამყოფ ხაზზე.

ბეთლემში ათი ათასობით სტუმარს ელიან - გაცილებით მეტს, ვიდრე ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა მოქმედებდა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ზომები. ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ვარაუდით, წელს მთელი მსოფლიოდან 120 000-მდე მომლოცველი ჩავა.

ბეთლემში - ამჟამად დასავლეთის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქში - აღმართულია დიდი ნაძვის ხე, თავზე ვარსკვლავით. ღამით პიცაბალა იქ ტრადიციულ მსახურებას ჩაატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG